ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი

06 მარტი 2025, 10:58 107 ნახვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება იყო ძირითადი თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდზე.  თუმცა ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების მაგიდა ამ საკითხის წამოჭრის შემდეგ დატოვეს.   

შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი გააკეთა ასევე რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზეც.

საგარეო უწყების ცნობით შეხვედრაზე ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას. საქართველოს დელეგაციამ შეშფოთება გამოხატა ოჩამჩირეში რუსეთის უკანონო საზღვაო ბაზის მშენებლობისა და სოხუმის აეროპორტის ამოქმედების ფაქტებზეც.

ქართულმა მხარემ ასევე დაგმო საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელი შეხვედრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში