პრემიერის ვიზიტი თურქმენეთში

06 მარტი 2025, 19:47 120 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო. აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
მთავრობის მეთაურს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოკერგული ატაგულიევი დახვდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძეს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ხვალ პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში