ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოწოდება - შეფასება

08 მარტი 2025, 15:13 232 ნახვა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შუალედურ რეზოლუციაშია ნახსენები, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირდება.
მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ „იდენტობა და სხვების“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის ამოქმედება უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს და „სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოს მიერ საკუთარი ვალდებულების შესრულებაზე დაემორჩილოს ევროპის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებს“. განცხადებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში