იოსებ ჯორბენაძის გამოფენა

10 მარტი 2025, 18:01 344 ნახვა

„ქუჩის ხელოვნების აკადემია“- ამ სახელწოდებით აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში იოსებ ჯორბენაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
წარმოდგენილ ნამუშევრებში თავმოყრილია ის სტილი და ტექნიკა, რომლითაც ხელოვანი ბათუმის ქუჩებში უკვე 8 წელია ხატავს. მისი ნამუშევრები აღბეჭდილია ასეულობით კვადრატულ კედელსა თუ ტილოზე.
იოსებ ჯორბენაძე 2023 წლის „თანამედროვე ხელოვნების არტისტის „ ნომინაციის გამარჯვებულია. დამთვალიერებელს ნამუშევრების ნახვა ხელოვნების მუზეუმში 16 მარტის ჩათვლით შეუძლია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში