მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალი ბუდაპეშტში

11 მარტი 2025, 11:19 151 ნახვა

მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალის პლენარული სხდომა გაიმართა  ბუდაპეშტში. სხდომაზე მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრები.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანია ენერგო უსაფრთხოებისა, ევროპის გრძელვადიანი მდგრადი ენერგეტიკული განვითარებისთვის.

მინისტერიალის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება. მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალს საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში