პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებები მომზადდა. ცვლილებების თანხმად, თუ გონივრული ეჭვი იარსებებს, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე შეეძლება, შესაბამისი ორგანოს წინაშე გამოძიების დაწყების საკითხი დასვას.
პროექტით, საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, კომისიის ერთ-ერთ წევრს ისეთი პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა დაავალოს, რომელიც თავად გამოთქვამს სურვილს, დროებითი საგამოძიებო კომისიას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს.
ცვლილებებით, საგამოძიებო კომისიას შეეძლება, სხდომა პარლამენტის პლენარული სხდომების დღეებშიც გამართოს, თუმცა არა პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას.