2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24.4 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

11 მარტი 2025, 12:43 108 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეოთხე კვარტალში 367.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მეოთხე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებს 24.4 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ცნობთ, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 222.6 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.6 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება მალტა 67.9 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 36.3 მილიონი აშშ დოლარით.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 314.9 მილიონი  აშშ დოლარს მიაღწია (85.7 პროცენტი). მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 65.8 მილიონი აშშ დოლარით (17.9 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 23.1 მილიონი აშშ დოლარით (6.3 პროცენტი).

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში