დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი

29 აპრილი 2017, 00:00 2175 ნახვა

„ამერიკის დღეები 2017“ . საქართველო-ამერიკის   25-წლიანი თანამშრომლობა  ფორუმით აღინიშნა. ღონისძიება სიმბოლურად    ამერიკის საელჩოს ყოფილ შენობაში გაიმართა. ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად დიპლომატებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება. ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.

გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ თარიღს ისტორიული უწოდა. პრეზიდენტის თქმით, ქართველები და ამერიკელები, გაერთიანებულია უამრავი ღირებულებებით.  პრემიერ- მინისტრმა კი  აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებების შესახებ ისაუბრა.  განსაკუთრებული ყურადღება  კი რუსეთ-საქართველოს  ომის შემდგომ პერიოდზე  გაამახვილა.  

ფორუმს ის დიპლომატებიც ესწრებოდნენ, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა დროს ამერიკის სრულუფლებიანი ელჩის სტატუსით მოღვაწეობდნენ. 

ამავე კატეგორიაში