სალომე ზურაბიშვილმა წარმატებით გაართვა თავი იმას, რომ ოპოზიციას არჩევნები წაეგო, ამას თუ გააგრძელებს, საქართველოსთვის ცუდი არ იქნება - ასე ეხმაურება „ხალხის პარტიის“ ლიდერი მეხუთე პრეზიდენტის კონსულტაციებს ოპოზიციასთან. სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრს გუშინ შეხვდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ოპოზიცია აქციას გამართავს.
ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა „საერთო წინააღმდეგობის ფრონტის“ შექმნაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საზოგადოების დაკვეთა მაქსიმალური გაერთიანებაა.