მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 6-წლიანი პატიმრობა უკვე ჰქონდა მისჯილი, დღეს კიდევ ერთ - დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე 9 წლით აღეკვეთა თავისუფლება. თეიმურაზ ჯანაშია კი 300 000 ლარით დაჯარიმდა.
განაჩენის გამოცხადებას დამსწრეთა პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. სხდომას არ დასწრებია თავად მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ავადმყოფობის გამო პროცესის გადადება ითხოვა.
როგორც გითხარით, საქართველოში ფარულად შემოსვლის შემდეგ სააკაშვილი 6-წლიან პატიმრობაშია, მოსამართლის განმარტებიდან გამომდინარე მას დარჩენილი სამი წლისა და ექვსი თვის ნაცვლად, კიდევ ექვსი წელი და ექვსი თვე მოუწევს საპყრობილეში ყოფნა.
ექსპრეზიდენტი მორიგ საქმეზე პატიმრობის გადაწყვეტილებას „დამპყრობლის ნების აღსრულებას“ უწოდებს.