ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა უცნაურად დადგა დღის წესრიგში, იყო ძალიან დიდი ზეწოლა, გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, როდესაც არ ვიღებდით ამ წინადადებას და არ ვემორჩილებოდით ამ მოთხოვნას, ამ დრო დღის წესრიგში დადგა კანდიდატის სტატუსი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაცემა “იმედი LIVE”-ში.
ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განაცხადის შეტანას.
მისივე განცხადებით, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ ელჩი გაიწვია საქართველოდან სრულიად უსამართლოდ, სახელმწიფოს სჭირდებოდა გვერდით დგომა, რადიკალურმა ოპოზიციამ, ენჯეოებმა და მათმა მედიასაშუალებებმა არათუ განცხადება არ გააკეთეს ამ უსამართლო გადაწყვეტილებაზე, პირიქით გამოიყენეს ეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო ძლიერად შეეტიათ საქართველოს ხელისუფლებისთვის.
„არავითარი კრიტიკა, არც უკრაინის ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ იმის გამო, რომ ელჩი გაიწვიეს სანქციების არდაწესების გამო, მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნის გამო, ასეთ დროს ხომ უნდა გამოხატო შენი ეროვნული პოზიცია, აქ ხომ არ არის საუბარი პარტიულ დაპირისპირებაზე. სახელმწიფოს სჭირდებოდა მაშინ გვერდში დადგომა და არა ხელისუფლებას. როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ უკრაინას გამოვუცხადეთ უპირობო მხარდაჭერა, ეს იყო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა, ეს იყო ასევე რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობა. ვხედავდით, რომ კოორდინაციაში ჩართული იყო რადიკალური ოპოზიცია, ენჯეოები, მათი მედიასაშუალებები და არათუ განცხადება არ გააკეთეს ამ უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პირიქით გამოიყენეს ეს უსამართლო გადაწყვეტილება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ძლიერად შეეტიათ ხელისუფლებისთვის",-აღნიშნა პრემირმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა დაემატა. როგორც პრემიერი ამბობს, ისინი ვიწრო წრეში შეიკრიბნენ და საკითხზე იმსჯელეს.
"ვხედავთ, რომ არის ძალიან დიდი ზეწოლა, გვთხოვენ ომში ჩართვას, იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს როდესაც არ ვიღებთ ამ წინადადებას და არ ვემორჩილებით ამ მოთხოვნას და ამ დროს უცნაურად დადგა დღის წესრიგში კანდიდატის სტატუსის თემა. ეს მოხდა შემდეგნაირად - უკრაინას შესთავაზეს განაცხადის შეტანა კანდიდატის სტატუსზე. უცნაური რატომ იყო, რომ იმ დროს იყო საკმაოდ მძიმე ვითარებაა შექმნილი და პირდაპირ კიევში იყო შესული რუსული ტანკები, ობოლონის უბანი ჰქონდათ დაკავებული, საუბარია ქვეყნის დედაქალაქზე და ასეთ დროს ქვეყანას, უკრაინას სთავაზობ კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანას, არც წევრობაზეა საუბარი, არც არაფერზე კანდიდატის სტატუსი. მერე ოპოზიცია თავად დაგვეთანხმა, რომ კონკრეტული არაფრის მომტანი არ იყო კანდიდატის სტატუსი. ამ დრო სთავაზობ უკრაინას კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანას, რბილად რომ ვთქვათ გასაკვირი იყო.
საზოგადოება ამ სიღრმეში არ შედიოდა, მით უმეტეს ემოციური ფონი იყო, ჩვენ გვევალებოდა ამ ყველაფერზე პრაგმატულად მსჯელობა. მაშინ ვიწრო წრეში ასეთი რისკი გავთვალეთ, რომ დიდი ალბათობით ამ შანტაჟისა და ზეწოლის ფონზე, კანდიდატის სტატუსსაც გამოიყენებდნენ ზეწოლისა და შანტაჟის გასაძლიერებლად ჩვენს წინააღმდეგ. თქვენ გახსოვთ, რომ ორი დღე არ შევიტანეთ განაცხადი მსჯელობიდან და რისკების ანალიზიდან გამომდინარე, მაშინ ბოლოს შევკრიბეთ საპარლამენტო უმრავლესობა, გავუზიარეთ ჩვენი ომოსაზრებები რისკებთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში ისიც ვთქვით, რომ ჩვენ ვაპირებდით განაცხადის შეტანას და ამას მხარი დაუჭირა უმრავლესობამ ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით. საბოლოო ჯამში გახსოვთ, რაც მოხდა, მაშინ პირდაპირ ვუთხარით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, რომ სავარაუდოდ მოლდოვას ადა უკრაინას მიანიჭებდნენ სტატუსს საქართველოს არა და ეს იქნებოდა გამოყენებული ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.