„ძლიერი საქართველოს“ განცხადება

13 მარტი 2025, 11:58 84 ნახვა

“დრაკონული და სახიფათო ცვლილებები” - ასე ეხმაურებიან კოალიცია “ძლიერ საქართველოში” ქართული ოცნების ანტინარკოტიკულ საკანონმდებლო ცვლილებებს და აცხადებენ, რომ ცვლილებები ნარკოდანაშაულის სხვადასხვა მიმართულებით რეპრესიულია.
საბა ბუაძის განცხადებით აუცილებელია რომ მთავრობა ამ კუთხით ინვესტიციებს საგანმანათლებლო პროექტებში ახორციელებდეს და საზოგადოებაში ნარკოდანაშაულის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ცდილობდეს, რადგან ნარკოპოლიტიკის განხრით საქართველო უმძიმეს მდგომარეობაშია.
მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკის კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ნარკოტიკების გამყიდველები და მომწოდებლები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. “ქართული ოცნების” გუნდის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ეს მავნებლობა აღმოიფხვრას და ისინი ამისათვის ყველაფერს გააკეთებენ.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში