ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორც ამას მმართველ გუნდში აცხადებენ, დღის წესრიგში დადგა ნარკოდანაშაულის მიმართულებით კანონების გამკაცრება. სწორედ ამიტომ მმართველმა გუნდმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის განხილვასაც საკანონმდებლო ორგანო უახლოეს მომავალში იწყებს.
მანამდე კი სახელისუფლებო პარტიის მორიგი ინიციატივა პოლიტიკური შეფასებების მიზეზია, ოპოზიციის ნაწილმა დაგეგმილი ცვლილებები წინასაარჩევნო გათვლას დაუკავშირა, ნაწილს კი მიაჩნია რომ არა კანონების გამკაცრებაა საჭირო, არამედ პრევენციული ღონისძიებების გატარება და ამ მიმართულებით მეტი ინვესტიციების განხორციელება.