საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი.რეზოლუცია ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის, სენატის - ვებ-გვერდზეა განთავსებული, რომლითაც ჩეხეთის მთავრობას მიმართავენ რომ მოითხოვონ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება, მათ წინააღმდეგ გამოძიებებისა და დევნის შეწყვეტა, იმ კანონების გაწვევა რომლებიც მათი შეფასებით არადემოკრატიულია. რეზოლუციით ასევე ითხოვენ გაიზარდოს ჩეხეთის ინდივიდუალური სანქციების სამიზნე პირების სია.