ანტინარკოტიკული რეფორმა

14 მარტი 2025, 12:05 111 ნახვა

პარლამენტში დღეიდან ანტინარკოტიკულ რეფორმაზე იწყებენ მუშაობას. კანონპროექტი პირველი მოსმენით, თავდაპირველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე გადის.

მმართველ გუნდში ანტინარკოტიკული რეფორმის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. აცხადებენ, რომ გამკაცრდება ზომები ნარკოტიკების გამსაღებლების, შემომტანების მიმართ.

ოპოზიციის წევრები კი ამბობენ, რომ ყველა მიმართულებით რეპრესიული ცვლილება არ უნდა იყოს და ქვეყანაში ყველაზე პრობლემურია სააფთიაქო ნარკომანია, რომელიც დროულად აღმოსაფხვრელია. 

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში