ანტინარკოტიკული რეფორმა

14 მარტი 2025, 15:04 90 ნახვა

პარლამენტმა ანტინარკოტიკულ რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. ამ წუთებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ. ანტინარკოტიკული რეფორმის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას მმართველ გუნდში.

აცხადებენ, რომ გამკაცრდება ზომები ნარკოტიკების გამსაღებლების, შემომტანების მიმართ.

ოპოზიციის წევრები კი ამბობენ, რომ ყველა მიმართულებით რეპრესიული ცვლილება არ უნდა იყოს და ქვეყანაში ყველაზე პრობლემურია სააფთიაქო ნარკომანია, რომელიც დროულად აღმოსაფხვრელია

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში