დღესვე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე მეორე მოსმენით იმსჯელა.
კანონის სათაურსა და ტექსტში ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ იცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობით“. კომიტეტზე განხილვის დროს ცნობილი გახდა რომ მუნიციპალურ ორგანოებსა და საკრებულოებში შენარჩუნდება საბჭოები, რომელიც ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე იმუშავებს.