ნარკოპოლიტიკა მკაცრდება

15 მარტი 2025, 14:57 115 ნახვა

კიდევ ერთი სადავო კანონპროექტი - ოპოზიცია ამჯერად ანტინარკოტიკულ რეფორმას იწუნებს. პრობლემა, რომ სერიოზულია ხელისუფლების ოპონენტები ამას ხაზგასმით ამბობენ,  თუმცა ფიქრობენ, რომ შემოთავაზებული ცვლილებები გამოწვევებს არ პასუხობს.
ოპოზიციის კრიტიკას პოლიტიკურ ინტერესს უკავშირებენ სახელისუფლებო ძალაში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნარკორეალიზაცია და მისი მოხმარება მხოლოდ საქართველოსთვის არაა გამოწვევა და მას ადეკვატური რეაგირება სჭირდება. ოცნება დარწმუნებულია, რომ მკაცრი მიდგომა შედეგიანი იქნება.
მკაცრდება პოლიტიკა ყველა ნარკოტიკის შემთხვევაში - განსაკუთრებით მკაცრი მიდგომებია რეალიზაციისთვის. მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც სასჯელი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. ამასთან, თუ ადამიანს დაუდასტურეს, რომ ვაჭრობს ნარკოტიკით ან გადასცემს მას, სახელმწიფოს ექნება უფლება, ჩამოართვას მას უძრავ მოძრავი ქონება.
კანონი სხვა რეგულაციებსაც ითვალისწინებს, ამასთან, გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს მომხმარებლებისთვის. პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებზე საკომიტეტო განხილვების დასრულების შემდეგ, დეპუტატები პლენარულ სხდომაზე გაიტანენ და საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაამტკიცებენ.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი