საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, განაჩენთა ერთობლიობით კი სასჯელის ვადად 12 წელი და ექვსი თვე განესაზღვრა

17 მარტი 2025, 11:22 166 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. სააკაშვილს სასჯელის ზომად ოთხი წელი და ექვსი თვე განესაზღვრა, თუმცა, მოსამართლემ განაჩენთა ერთობლიობით სააკაშვილს სასჯელის ვადად 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო.

მიხეილ სააკაშვილმა, კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა და საბოლოო სიტყვის უფლებით  არ ისარგებლა. ის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით ბოლო სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვდა.

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. ამ საქმეზე კიდევ 4 პირია ბრალდებული. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

 
 
ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი