მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამანაშავედ ცნეს. იგი პატიმრობაში 12 წელსა და 6 თვეს გაატარებს.
პატიმრობა სამ საქმეზე აქვს მისჯილი. მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, ყოფილ პრეზიდენტს უშუალოდ საზღვრის უკანონო კვეთისთვის ოთხი წელი და ექვსი თვე მიესაჯა.
მე თქვენთვის საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც. საქართველოს თავისუფლების იდეას, სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ! - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე ჩართვისას.
როგორც აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით მას სჯიან და ასევე, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისაც ემუქრებიან.