სააკაშვილის განაჩენის ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში შემოპარებამდე ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა იმ დროს, როცა უკვე მისჯილი ჰქონდა ექვსი წელი - პაპუაშვილი 

17 მარტი 2025, 15:33 66 ნახვა

სააკაშვილის განაჩენის ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის საქართველოში შემოპარება დაგეგმა და განახორციელა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოში შემოპარებამდე რამდენიმე დღით ადრე სააკაშვილი იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს.

„ეს იმ დროს, როცა მას უკვე მისჯილი ჰქონდა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა გირგვლიანის მკვლელობისა და გელაშვილის ცემის საქმეებზე“, - წერს პაპუაშვილი.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა, განაჩენთა ერთობლიობით კი სასჯელის ვადად 12 წელი და ექვსი თვე განესაზღვრა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი