მოხდება სიტყვა „გენდერის“ ამოღება ყველა კანონიდან. ასევე, აღარ იქნება სავალდებულო „ენჯეო“ სექტორის მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში - მამუკა მდინარაძე

17 მარტი 2025, 21:26 120 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოხდება სიტყვა „გენდერის“ ამოღება ყველა ნორმიდან და კანონიდან. ასევე, აღარ იქნება სავალდებულო „ენჯეო“ სექტორის მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში.

მან საზოგადოებას უმრავლესობის სხდომაზე განხილული თემები გააცნო. 

„ეს არ გამორიცხავს მათ მონაწილეობას, თუმცა ამის ვალდებულება ქართული კანონმდებლობიდან გაქრება. და არც ერთი უწყება და არავინ იქნება ვალდებული, უფლებამოსილი - კი, ბატონო. რომ „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლების ან ჭკუაზე იაროს, ან მათი მონაწილეობა უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რადგან ყველა უწყებას, ყველა სამსახურს გააჩნია საკუთარი ლეგიტიმაციის ფარგლები და ამ ფარგლებს ვერ შევუზღუდავთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი