პარლამენტი მიმდინარე კვირაში მეორე მოსმენით მიიღებს FARA-ს და მედიის კანონებს 

18 მარტი 2025, 12:02 147 ნახვა

პარლამენტი ამ კვირაში რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელებს. მათ შორისაა  ამერიკული FARA-ს ანალოგი და მედიის კანონები. 

"მაუწყებლობის შესახებ" კანონი გავრცელდება მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე, მაგრამ არ გავრცელდება ონლაინ მედიაზე.  პირველი მოსმენით კენჭი უნდა უყარონ ანტინარკოტიკულ რეფორმასაც.  

გუშინ დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ „ნარკოპოლიტის რეფორმის“ ფარგლებში, ქართული ოცნება გეგმავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ნარკოდანაშაულზე სასჯელის სახით გატარდეს „სავალდებულო მკურნალობა“.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში