ფონდების დაყადაღების საქმე

18 მარტი 2025, 12:03 152 ნახვა

პროკურატურის მხრიდან სხვადასხვა ფონდის დაყადაღებას ეხმაურება “ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი წევრი ვატო შაქარიშვილი.  იგი მზადაა  გამოძიებას მიაწოდოს   მტკიცებულებები და კონკრეტული ფაქტები.  

მორიგ ბრიფინგზე  განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილება არის  მნიშვნელოვანი პროცესი, რითაც მისი თქმით,  ქვეყანაში იქმნება პრეცედენტი.  შაქარიშვილის თქმით, ეს არის დემონტაჟი აგენტების წინააღმდეგ, რომ ებრძვიან ,,დიფსთეითს“.     

სწორედ “ნეიტრალური საქართველოს” სარჩელის საფუძველზე დაიწყო პროკურატურამ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით,   რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღეს. 

თავის მხრივ ფონდების დამფუძნებლები აცხადებენ, რომ თანხები პატიმრების ოჯახებს, აქციებზე დაკავებულების ფინანსურ ვალდებულებებსა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების დახმარებას ხმარდებოდა.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში