ფონდების დაყადაღების საქმე - ნანუკა ჟორჟოლიანის გამოხმაურება 

18 მარტი 2025, 14:05 292 ნახვა

,,ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელ ნანუკა ჟორჟოლიანს აქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკაზე მივიდნენ. არ გამორიცხავს, რომ ბრალიც წაუყენონ.

აცხადებს, რომ პროკურატურა ოფიციალურად არ აცნობს მას ინფორმაციას, თუ რის საფუძველზე დააყადაღეს მისი ფონდი.   

თქვა ისიც, რომ პარლამენტთან პერმანენტული აქციები იწყება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში