ლევან ვარშალომიძის დაკავება - პოლიტიკური შეფასებები

19 მარტი 2025, 14:10 322 ნახვა

ყაზახეთში დაკავებული ლევან ვარშალომიძის საქმეში უკვე ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - აცხადებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ანთაძის თქმით,  აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს უკვე ჰყავს ადვოკატი და იმედოვნებენ, რომ ყაზახური მხარე ვარშალომიძეს არ გადასცემს რუსეთის ფედერაციას და მას მალე გაათავისუფლებენ.

საქართველოს მოქალაქის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს სახელმწიფო, აცხადებენ მმართველ პარტიაში. 

„ქართული ოცნება“  ყაზახეთის ხელისუფლებისგან, ლევან ვარშალომიძის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ელოდება. 

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ აჭარის მტავრობის ყოფილი თავმჯდომარე რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით დააკავეს. ვარშალომიძე თანაგუნდელების ინფორმაციით, ყაზახეთში ჩაფრენისას, აეროპორტში დააკავეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში