ხვალ უმაღლეს საბჭოში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ

19 მარტი 2025, 15:01 162 ნახვა

ხვალ აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ.  ნინო ნიჟარაძე დეპუტატებს ანგარიშს  მინისტრის საათის ფორმატში   წარუდგენს.

ასევე პლენარულ სხდომაზე დეპუტატები აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესაც მოუსმენენ, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ კომისიის ანგარიში უნდა წარადგინოს. 

20 მარტის  პლენარული სხდომის დღის წესრიგი  ბიუროს სხდომაზე განისაზღვრა, სადაც ჯამში 6 საკითხზე იმსჯელეს.

ცვლილება შევიდა მინისტრის საათის განრიგში, რაც რეგიონში ახალი კულტურის  სამინისტროს  შექმნითაა  გამოწვეული.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში