ანტინარკოტიკული რეფორმა

19 მარტი 2025, 14:44 115 ნახვა

სახელმწიფო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას იწყებს.  კანონპროექტი პირველი  მოსმენით სესიაზე დღეს  გავიდეს.  მკაცრდება სასჯელები არა მხოლოდ ნარკორეალიზატორებისთვის, არამედ მომხმარებლებისთვისაც. 

კანონპროექტის ინიციატორების ინფორმაციით,   ერთი მხრივ   გამიჯნული იქნება მომხმარებლებისა და რეალიზატორების მიმართ ვადლებულებები, თანაც გამკაცრებული, მეორე მხრივ კი  ახალი ცვლილებებიდან გამომდინარე საკანონმდებლო დონეზე გაიწერება ნარკოტიკის მომხმარებლის სავალდებულო მკურნალობაც. ხანგრძლივ და  გრძელვადიან  პროცესს  მმართველ გუნდში  იმედიანად უყურებენ.

ამასთან   ფიქრობენ,  რომ მხოლოდ კანონის  გამკაცრება ვერ იქნება საკმარისი, ამიტომ გეგმის ნაწილია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაც. 

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში