ცვლილება მაუწყებლის შესახებ კანონში

19 მარტი 2025, 15:04 128 ნახვა

83 მომხრე, 1 წინააღმდეგი - პარლამენტმა მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ინიციატივა  ბრიტანული მოდელისა  და კანონმდებლობის  ანალოგია.   

კანონპროექტის ავტორების თქმით,  კანონით უნდა დადგინდეს მედიის ობიექტურობის, ასევე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგისა და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.

შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან.  ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს. 

სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ  ფეიკნიუსებთან ბრძოლა თანამედროვე დემოკრატიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევაა. 

ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით კი,  მმართველი გუნდის ინიციატივა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლაა.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში