ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან არის ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. იგი მაკა ბოჭორიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრასაც გამოეხმაურა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრების შინაარსის გარეთ გამოტანა მიღებული არ არის, თუმცა ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი, რომ არსებითად და თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის.