საია - სტრასბურგის სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევაზე საჩივარი დაარეგისტრირა

20 მარტი 2025, 14:34 135 ნახვა

სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის  შესაძლო დარღვევის შესახებ საჩივარი დაარეგისტრირა. განცხადება გაავრცელა საიამ. 

ნონა ქურდოვანიძის თქმით,  საჩივარში აღნიშნულია, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი,  ხოლო საარჩევნო დავების დროს ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება დაირღვა.  

ეროვნულ დონეზე საია-ს სარჩელი მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში