,,მინისტრის საათის“ ფორმატში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების წინაშე მოხსენებით დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი წარდგა. ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, 2024-2025 წლებში სამინისტროს პროგრამებით ჯამში 90 946 მოქალაქემ ისარგებლა: მათ შორის: ჯანმრთელობის დაცვის სერვისით - 38 322 მოქალაქემ, სოციალური დაცვის სერვისით - 10 981 მოქალაქემ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით - 24 450 მოქალაქემ, ხოლო დასაქმების ხელშეწყობით - 17 193 მოქალაქემ.
მინისტრის საათის შემდეგ, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ანგარიში მოისმინეს დღეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა.