ნაციონალური მოძრაობა მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს

01 მაისი 2017, 00:00 3264 ნახვა

11-12 მარტის ბათუმს აქციასთან დაკავშირებით, გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვას ნაციონალური მოძრაობის წევრები.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე ამბობს, რომ მზად არიან დაკითხვაზე მივიდნენ, თუმცა პოლიცია,  ამ დრომდე, არ დაინტერესებულა მათი ჩვენებებით.  

"ჩვენ გვაქვს მზაობა ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და მივაწოდოთ ყველა ინფორმაცია, პოლიციას ამ დრომდე ჩვენთვის არ მოუმართავს" - განაცხადა გია აბულაძემ. 

დღეს ბათუმის მოვლენებზე დაკავებული პირების ადვოკატმა თენგიზ კახიძემ განცხადება გააკეთა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკითხვა მოითხოვა, რომლებიც 11-12 მარტის ღამეს აქციაზე იმყოფებოდნენ.

კახიძის განცხადებით,  სხვა პოლიტიკური პარტიების წევრების არ დაკითხვა ეჭვის საფუძველს ბადებს, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული შეიძლება იყოს.

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში