დაკითხეს თუ არა დავით ბალაძე 5 მილიონის მოპარვის საქმეზე - კითხვას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი არ პასუხობს

01 მაისი 2017, 00:00 4055 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დავით ბალაძე, რომელიც ბოლო თვეებია საზღვარგარეთ იმყოფება, ბათუმშია, თუმცა უცნობია  უკავშირდება თუ არა მისი ჩამოსვლა 5 მილიონის მითვისების საქმის გამოძიებას. დაიბარეს თუ არა საგამოძიებო უწყებაში ყოფილი მინისტრი - “მთავარის” ამ კითხვას ბალაძემ არ უპასუხა. მან სატელევიზიო კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. "საზღვარგარეთ სასწავლებლად ვიმყოფებოდი და დასრულების შემდეგ დავბრუნდი, თანხის მითვისების საქმეს კი გამოძიება დაადგენს" - განაცხადა ბალაძემ.  

ყოფილმა მინისტრმა "მთავართან" ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის იგი აღარ მუშაობს. აჭარაში თანამდებობის დატოვების შემდეგ ბალაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის წარმომადგენლად დაინიშნა. 

შეგახსენებთ, “ჰიგიენა 2009” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება. შპს-მ ნაგავსაყრელის მოწყობის პროექტის განხორციელება 2010 წელს დაიწყო, ფინანსური თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ხელშეკრულებას ხელი 2013 წლის დეკემბერში მოეწერა. მაშინ მინისტრი დავით ბალაძე იყო. 2017 წლის თებერვალში, გამოძიების ვერსიით, კი შპს "ჰიგიენის" დირექტორმა ირაკლი ცეცხლაძემ, 5 მილიონი მიითვისა. ის ამჟამად დაკავებულია და თანხის მითვისებას აღიარებს. 

 

ამავე კატეგორიაში