კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულო ამოქმედდება

22 მარტი 2025, 11:12 126 ნახვა

პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულო ამოქმედდება.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალური საკონსულოს გახსნისთვის საჭირო პროცედურები, პოლონურ მხარესთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს დასრულდა.

"გენერალურ საკონსულოს იოსებ ხახალეიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც საქმიანობას მომავალი კვირიდან შეუდგება.

 

გენერალური საკონსულო დაფარავს შემდეგ ოლქებს: ლუბესკიე, მალოპოლსკი, პოდკარპაცკი, შვიეტოკშისკი. გენერალური საკონსულო ქალაქ კრაკოვში იქნება განთავსებული და გახსნის ოფიციალური ცერემონია უახლოეს მომავალში გაიმართება.

 

გენერალური საკონსულო მომსახურებას გაუწევს ზემოაღნიშნულ საკონსულო ოლქში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში