ქედის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდი მიმდინარე წელს 100 000 ლარს შეადგენს. წელს ფონდიდან სხვადასხვა ტიპის დახმარება 124 მოქალაქეს გაეწია. თანხა ძირითადად სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას და მათ სოციალურ საჭიროებებს ხმარდება. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ეხმარებიან იმ მოქალაქეებს, რომლებიც მერიაში არსებულ სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში ვერ ერთვებიან. სარეზერვო ფონდის ბიუჯეტი სასტარტოა და წლის განმავლობაში, საჭიროების მიხედვით თანხის შევსება ხდება. გასულ წელს სარეზერვო ფონდის ბიუჯეტიდან 238 ათას 187 ლარი დაიხარჯა, რითაც 387 მოქალაქეს გაეწია დახმარება.