ვინ დარჩება გადაწყვეტილების ერთგული და ვინ შეცვლის პოზიციას? ამის გასარკვევად 7 თვე რჩება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა ჩანიშნული, თუმცა პოლიტიკური შეფასებები უკვე აქტიურად კეთდება.
ბარიერგადალახული ოპოზიციის დიდი ნაწილი კატეგორიულად გამორიცხავს მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას. ამბობენ, რომ ახლა პოლიტიკურ დღის წესრიგში მხოლოდ ხელახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება დგას.
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპონენტები გარე ძალებისგან მორიგ დირექტივას ელოდებიან და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ოპოზიციის მარცხი გარდაუვალია.