თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საარჩევნო კოდექსში დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებებს ვენეციის კომისა აკრიტიკებს და ხელისუფლებას მათი გაუქმების რეკომენდაციას აძლევს - როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ვენეციის კომისიის დასკვნამაც დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ სხვადასხვა მანიპულაციით ცდილობს მუნიციპალურ არჩევნებზე გავლენის მოხდენას, რადგან იციან რომ გამარჯვების შანსი არ აქვთ. რაც შეეხება მმართველ გუნდს, აქ ამბობენ, რომ დასკვნა პოლიტიკური განაცხადია და დოკუმენტს სამართლებრივ რეკომენდაციებთან კავშირი აქვს.