საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციიასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
2024 წლის საქმიანობის ანგარიში და 2025 წლის სამოქმედო გეგმა გიორგი ჯინჭარაძემ პარლამენტის განათლების კომიტეტსა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გააცნო.
მოხსენების დასრულების შემდეგ მინისტრის მოადგილემ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.