არასრულწლოვნების ქორწინების ფაქტები ღორჯომში

01 მაისი 2017, 00:00 7501 ნახვა

უკვე 4 თვეა ძალაშია კანონი, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე პირები ვეღარც სასამართლოს ნებართვით დაქორწინდებიან. თავისუფლების აღკვეთით ისჯება 16 წლამდე პირთან სქესობრივი კავშირი.

არასრულწლოვანთა ქორწინების რეგისტრაციის აკრძალვის ერთ-ერთი მთავარი მოტივი ნაადრევი ქორწინების გამო სკოლების მიტოვება გახდა. მოზარდები ადრეულ ასაკში სწავლას თავს ყველაზე ხშირად მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ანებებენ.

როგორია ვითარება ამ დროისთვის ხულოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სოფელში, ღორჯომში? სკოლაში არაოფიციალურ სტატისტიკას უარყოფენ. ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას, კიდევ ერთი არასრულწლოვნის ქორწინების შესახებ არც შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.  

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში