დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში

27 მარტი 2025, 12:01 227 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ყოფილი სამხედრო თანამდებობის პირები  ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და შალვა ჯანაშვილი დაიბარეს. 

დღევანდელ სხდომაზე განსახილველი თემა, ისევე როგორც გუშინ,  2008 წლის აგვისტოს ომი იქნება. 

შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტსაც დაიბარებენ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში