აჭარაში ,,სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია“ შეიქმნება

02 მაისი 2017, 00:00 3643 ნახვა

რეგიონში  ,,სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის“ შექმნა პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების ხელმძღვანელმა დააანონსა. ილია ვერძაძის ინფორმაციით,  პროცესში მთავრობა, დამსაქმებელთა ასოციაცია და პროფკავშირები ჩაერთვებიან.  წინადადების ინიციატორი ,,შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაა“.

18-წევრიან კომისიაში, სამივე მხრიდან, 6-6   წევრი იქნება წარმოდგენილი.  ქვეყნის მასშტაბით, სამმხრივ კომისიას პრემიერ მინისტრი ხელმძღვანელობს. ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, რეგიონში მას მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს. ,,სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაში“  შრომის პოლიტიკის საკითხებს განიხილავენ.

ამავე კატეგორიაში