აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ბატალიონის III ქვეითმა ასეულმა, ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ "ორფოლოს" სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება გამართა. თავდაცვის უწყების ცნობით, სწავლების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა თავმოყრის რაიონის დაკავების, ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის აღმოჩენისა და განადგურების ოპერაციები განახორციელეს. სამინისტროს ცნობითვე, სიტუაციური სწავლების მიზანი იყო ქვედანაყოფის მომზადება კოლექტიურ დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინაციით.