საქართველოს დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის დღეს სიმბოლურად საპროტესტო აქცია დაგეგმა ოპოზიციამ.
მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე შეიკრიბებიან. 21:00 საათზე კი საზოგადოებას სიტყვით მიმართავს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობილია, რომ ექსპრეზიდენტი დღევანდელ აქციაზე ოპოზიციასთან ერთად სამოქმედო გეგმის შეთანხმებულ ვარიანტს გააჟღერებს. თბილისში დღესვე დაგეგმილია რამდენიმე საპროტესტო მარში.