საგამოძიებო კომისიის სხდომა

31 მარტი 2025, 12:01 145 ნახვა

2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, 2008 წლის აგვისტოს ომი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის  N1633 რეზოლუცია - ეს არის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი.

კომისიაზე ახსნა-განმარტებისთვის მიწვეულნი არიან  ემზარ კვიციანი, გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი კანდელაკი  და   გიორგი თარგამაძე, თუმცა უკვე ცნობილია, რომ „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ტელეწამყვანი გიორგი თარგამაძე  სხდომაზე მისვლას არ აპირებს.

განსახილველ საკითხებს შორისაა  საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევები  და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2003-2012 წლებში არსებული საპატიმრო პირობები.  ამ კონტექსტში კი სხდომის ბოლოს დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმრის ჩართვაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში