დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ კანონპროექტი. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებამდე პარლამენტში დარეგისტრირდება პროექტი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წესდების, მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიების საქმიანობას კრძალავს. ამ ინიციატივას პოლიტიკურ დევნას უწოდებს ოპოზიცია, მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს.