სამი ჯილდო მიხეილ გაბაიძის ფილმს „ვაზომოტორული რინიტი“

01 აპრილი 2025, 11:55 679 ნახვა
00:00
00:00

„ვაზომოტორული რინიტი“ - მიხეილ გაბაიძის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა სან-დიეგოს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე სამი პრიზი მიიღო. ჟიურის გადაწყვეტილებით, სადიპლომო ნამუშევარი დასახელდა საუკეთესო უცხოენოვან ფილმად და ზაფხულის სეზონის გამარჯვებულად.

ასევე ჟიურის პრიზი გადაეცა მთავარი როლის შემსრულებელ, მსახიობ დავით ჯაყელს. დაჯილდოების ცერემონიალი სანდიეგოში გაიმართა, პარალელურად ჩატარდა პლენერიც.

მიხეილ გაბაიძემ ფილმი „ვაზომოტორული რინიტი“ გასულ წელს გადაიღო და ამჟამად 27 საერთაშორისო პრიზის მფლობელია.

ფილმის ჩვენება „ბიაფზე'' შედგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი