პრეზიდენტი აშშ-ს ელჩს შეხვდა

02 მაისი 2017, 00:00 1817 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობასა და პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც განიხილეს და გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ამერიკის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს და მათ შორის, ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტს.აშშ-ის ელჩმა საქართველო - ამერიკის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

ამავე კატეგორიაში