კადეტთა მე-9 საერთაშორისო კვირეული თავდაცვის აკადემიაში

05 აპრილი 2025, 11:51 367 ნახვა
00:00
00:00

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კადეტთა საერთაშორისო კვირეული დასრულდა. მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება, საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებთან თანამშრომლობის განმტკიცებას, სტუმრებისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და საქართველოს უკეთ გაცნობას ისახავდა მიზნად.
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, კადეტთა მე-9 საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში თხუთმეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, მათ შორის, თორმეტი უცხოური სასწავლებლის წარმომადგენლებს მასპინძლობდა.
კვირის განმავლობაში მონაწილეებს, სხვადასხვა სახის აკადემიურ, სამხედრო და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებაში მონაწილეობისა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამა მრავალფეროვანი პრეზენტაციებით, სპორტული შეჯიბრებებითა და ექსკურსიებით იყო დატვირთული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი