აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცების პროცედურები

05 აპრილი 2025, 11:54 444 ნახვა
00:00
00:00

აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას უმაღლესი საბჭო, სავარაუდოდ, ორშაბათს დაამტკიცებს. პროცედურები დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. რიგგარეშე პლენარული სხდომის ჩანიშვნამდე დაგეგმილია საკომიტეტო მოსმენები, სადაც მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასთან ერთად სამთავრობო გეგმა უნდა წარადგინოს. დღეს გაიმართება ბიუროს სხდომა, რომელიც სწორედ ამ პროცედურულ საკითხებს ეხება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში